15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი სფფ-ის აკადემიის გუნდთან დამარცხდა
15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი სფფ-ის აკადემიის გუნდთან დამარცხდა
15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი სფფ-ის აკადემიის გუნდთან დამარცხდა. 12 სექტემბერს, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა 2-0 წააგო.
ლოკომოტივმა გოლები მე-60 და 66-ე წუთებზე გაუშვა. ლუკა მახარაძის კარი ლაშა ონიანმა და ლუკა მაყიშვილმა აიღეს.
8 ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდი 12 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლევან კორღალიძის გუნდი 16 სექტემბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: მახარაძე, ჭოხონელიძე, კეშელავა, ხვიჩია (გოგოლაძე 60), უდესიანი (ერქვანია 63), ფარსადანაშვილი, აბრამიშვილი (ქადარია 52), კეკელიძე (კაპ) (გოგილაშვილი 65), ბაღდავაძე, ქეცბაია (სეხნიაშვილი 67), ბოგვერაძე (ინაიშვილი 58)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)