15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა ოლიმპიკი სტუმრად დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა ოლიმპიკი სტუმრად დაამარცხა
12/11/2018

15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა ოლიმპიკი სტუმრად დაამარცხა

15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-16 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ოლიმპიკი დაამარცხა. 11 ნოემბერს, თბილისში გამართული დაპირისპირება, ლევან კორღალიძის გუნდმა 3-0 მოიგო.

ანგარიში მე-3 წუთზე ბექა ბაღდავაძემ გახსნა. ორ წუთში საბა ბოგვერაძემ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.

მატჩის საბოლოო შედეგი მე-60 წუთზე, შეცვლაზე შესულმა ვაჩე გოგოლაძემ დააფიქსირა.

16 ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდი 31 ქულით, მე-4 ადგილზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, უდესიანი (კეშელავა 70), ხვიჩია, ქეცბაია (ერქვანია 64), აბრამიშვილი (ძირკველიშვილი 60), ბაღდავაძე (გოგოლაძე 45), ჩანქსელიანი (ქადარია 53), ბოგვერაძე (ინაიშვილი 52)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)

more news