15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა
15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა
15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 22 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა 4-1 მოიგო.
ანგარიში მე-10 წუთზე შალვა ხვიჩიამ გახსნა. ნიკოლოზ ჭოხონელიძემ მე-20 წუთზე ტორპედოს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 23-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. გოლი გიორგი თოფურიამ გაიტანა.
61-ე წუთზე ბექა ბაღდადვაძემ კიდევ ერთხელ აიღო ტორპედოს კარგი. მატჩის საბოლოო შედეგი 64-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ამირან ინაიშვილმა დააფიქსირა.
10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 12 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ფარსადანაშვილი, ჭოხონელიძე (კეშელავა 67), უდესიანი (ქადარია 64), ხვიჩია, კეკელიძე (კაპ), ქეცბაია (ჩანქსელიანი 37), ბაღდავაძე (ინაიშვილი 62), აბრამიშვილი (გოგილაშვილი 65), ბოგვერაძე (გოგოლაძე 62)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
არბიტრი: გიორგი ვარდიძე