17 წლამდე გუნდის წარმატებული სტარტი
02/03/2019
17 წლამდე გუნდის წარმატებული სტარტი
საქართველოს 17 წლამდე ჩემპიონატის განახლებულ სეზონში ლოკომოტივმა პირველი შეხვედრა თბილისის "მერანის" თანატოლებთან გამართა. შეხვედრა მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და ლოკომოტივმა მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
დუბლი ლუკა კეკელიძის ანგარიშზეა, თითო გოლით თავი გაბრიელ ხუციშვილმა, ლაშა მენთეშაშვილმა, ნიკა ხუციშვილმა და ბექა ჩანქსელიანმა გამოიჩინეს.