17 წლამდე ლიგა - ლოკომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ლოკომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა
05/05/2019

17 წლამდე ლიგა - ლოკომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა

17 წლამდე ლიგის მერვე ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 5 მაისს, საგურამოში გამართული დაპირისპირება ლოკომ 3:2 მოიგო. 

პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, 32-ე წუთზე თავი ცოტნე ბუკიამ გამოიჩინა. მეორე ნახევარი მომენტებით და გოლებით სავსე იყო. ვიტ ჯორჯიამ 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 73-ე და 80-ე წუთებზე გოლები ხუციშვილებმა გაიტანეს, ჯერ ნიკა ხუციშვილმა ლოკო დააწინაურა, ხოლო შემდეგ გუნდის კაპიტანმა გაბრიელ ხუციშვილმა ლოკომოტივის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთზე ვიტ ჯორჯიამ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა. 

 

ლოკომოტივი: ბარავი, კაპანაძე, დაგარგულია, ფოხონელიძე, ტატიშვილი, ხუციშვილი, შარვაძე, კეკელიძე, ბუკია, ხუციშვილი, ბოგვერაძე. 

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაბრაძე, დოგრაშვილი, მენთეშაშვილი, შაშიაშვილი. 

more news