17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ გორის დილა სტუმრად დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ გორის დილა სტუმრად დაამარცხა
06/10/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ გორის დილა სტუმრად დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა უშუალო კონკურენტი, გორის დილა დაამარცხა. 6 ოქტომბერს, გორში გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 2-1 მოიგო.

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში, გიორგი ომარაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 50-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა არჩილ ისმაილის გოლით აღადგინეს.

გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე თორნიკე კერესელიძემ გაიტანა. 12 ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდს 22 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

ლოკომოტივი: სომხიშვილი, გუგუშვილი (კაპ), გოგიტაშვილი, ხეცურიანი, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, გაგუა, მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი (აბრამიშვილი 81), კერესელიძე (კაპანაძე 75), ომარაშვილი

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: ირაკლი სიგუა

more news