17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა 9 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა 9 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა
13/04/2017

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა 9 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა

17 წლამდე ლიგის მე-5 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა.

 

13 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართულ დაპირისპირებაში, ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა, სტუმრებს 9 უპასუხო გოლი გაუტანეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარეს.

 

ლოკომოტივმა მატჩის დებიუტში ორი გოლი გაიტანა. მე-5 და მე-10 წუთებზე, თავი ლუკა ხარძიანმა გამოიჩინა.

 

მე-12 წუთზე, ნიკოლოზ ნადარეიშვილმა სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა, 28-ე წუთზე კი მეტოქის კარი ნოდარ ცანავამ აიღო. ნადარეიშვილმა 37-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

 

50-ე და 54-ე წუთებზე ჩიხურას ლაშა ნანობაშვილმა ორჯერ გაუტანა, ზუსტად 10 წუთში კი თავისს გამოჩენა შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ გუგუნავამაც მოახერხა.

 

69-ე წუთზე, ნანობაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ლაშამ სამ გოლთან ერთად, რამდენიმე საგოლე კომბინაციებშიც მიიღო მონაწილეობა და სამი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

 

ვაშაძის გუნდი 15 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. ლოკომოტივის აკადემიის 17 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს სფფ აკადემიის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, ქაჯაია (გუგაშვილი 59), ცანავა, ბაქრაძე, მაღრაძე, გოგია (კაპ) (აბრამიშვილი 50), ნადარეიშვილი (ჯანაშია 61), ნანობაშვილი, გობრონიძე (გუგუნავა 50), ხარძიანი, ინჯგია (კიკნაძე 50)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

 

არბიტრი: ილია როსპოშნი (თბილისი)

more news