17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურას 8 გოლი გაუტანა

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურას 8 გოლი გაუტანა
26/05/2017

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურას 8 გოლი გაუტანა

საქართველოს 17 წლამდე ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. საჩხერეში გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა, 8:1 მოიგეს.

 

ანგარიში მე-5 წუთზე ნანობაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. მე-20 და 29-ე წუთებზე, ჩიხურას დუბლი კიკნაძემ შეუსრულა.

 

34-ე და 38-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა ლუკა ხარძიანმაც. 52-ე წუთზე, მასპინძლებს კიდევ ერთი გოლი ქურდაძემ გაუტანა.

 

70-ე წუთზე, თავი შეცვლაზე შესულმა ინჯგიამ გამოიჩინა. მატჩის საბოლოო შედეგი, 79-ე წუთზე მუშკუდიანმა დააფიქსირა, რომელიც მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა.

 

ვაშაძის გუნდი, 17 წლამდე ლიგის გ ჯგუფში, 25 ქულით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 5 ივნისს, ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 17): მიქავა, ქაჯაია (ბეგაშვილი 40), ბაქრაძე, ცანავა, ქურდაძე, აბრამიშვილი (მუშკუდიანი 52), ნადარაია, ნანობაშვილი (გობრონიძე 40), გუგუნავა (გოგია 52), კიკნაძე, ხარძიანი (ინჯგია 52)

მთავრი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

more news