17 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე დინამო თბილისთან
11/09/2018
17 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე დინამო თბილისთან
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, დინამო თბილისთან ფრე ითამაშა. 11 სექტემბერს, დინამოს აკადემიის მოედანზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.
ანგარიში 23-ე წუთზე ლოკომ გახსნა, თავი საბა ჯინჭარაძემ გამოიჩინა. მასპინძლებმა წონასწორობა 69-ე წუთზე, ზურაბ ჭავჭავაძის გოლით აღადგინეს.
8 ტურის შემდეგ, პაატა გოცირიძის გუნდი 19 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკო 16 სექტემბერს, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდთან გამართავს.
ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (კაპ), ჯინჭარაძე, ბაქრაძე, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, გოლუბიანი, ბოგვერაძე (გაგუა 26), ომარაშვილი (აბრამაშვილი 77), ჩაკვეტაძე (კერესელიძე 68), იაკობიძე
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: დავით ფიფია (გალი)