17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკო 3-0 სალხინო

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკო 3-0 სალხინო
22/10/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკო 3-0 სალხინო

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-14 ტურში, თბლისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სახლინო დაამარცხა. 21 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 3-0 მოიგო.

ანგარიში 39-ე წუთზე თორნიკე კერესელიძემ გახსნა. 42-ე წუთზე გიორგი იაკობიძემ სალხინოს კარი მეორედ აიღო. იაკობიძემ 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ლოკომოტივი 28 ქულით მე-3 ადგილზეა.

ლოკომოტივი: სომხიშვილი, გოგატიშვილი (კაპანაძე 78), ბაქრაძე, ხეცურიანი, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, ნიკა ხუციშვილი, გაგუა (აბრამიშვილი 70), კერესელიძე, ბოგვერაძე (კაპ) (გოლუბიანი 50), იაკობიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)

more news