17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 2-0 კოლხეთი
17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 2-0 კოლხეთი
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა კოლხეთი დაამარცხა. 24 აგვისტოს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 2-0 მოიგო.
ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა მცველმა, ლუკა დუდუჩავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 52-ე წუთზე, ლოკომ მეორე გოლი გაიტანა. თავი გაბრიელ ხუციშვილმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკოს აკადემიის გუნდი 31 აგვისტოს, სტუმრად, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (კაპ), ხეცურიანი, ბაქრაძე (კაპ), ქაჯაია (გოგატიშვილი 65), გაბრიელ ხუციშვილი (მენთეშაშვილი 76), გოლუბიანი, ბოგვერაძე (აბრამაშვილი 52), კერესელიძე, ომარაშვილი (ჩაკვეტაძე 41), ნიკა ხუციშვილი (ჭანია 66)
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)