19 წლამდე გუნდმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
13/03/2017
19 წლამდე გუნდმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
14 მარტს, საქართველოს 19 წლამდე ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გორის დილა დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.
ანგარიში 30-ე წუთზე თემო გაბუნიამ გახსნა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. 70-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა, გაბუნიას საგოლე გადაცემის შემდეგ სხვაობა ორამდე გაზარდა. 78-ე წუთზე მუზაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ჭურღულაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, შეწირული, ობოლაძე, ნანობაშვილი (ჯანაშია 70), გაბუნია, მუზაშვილი (გობრონიძე), აბულაძე (ხარძიანი 56)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი