19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა დაამარცხა
16/06/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ჩიხურა დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 4:1 მოიგეს.

 

ანგარიში მე-18 წუთზე გიორგი აბულაძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 5 წუთში, ლოკოს კაპიტანმა, თორნიკე მუზაშვილმა სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში, გიორგი ცერცვაძემ შეძლო თავის გამოჩენა. ჩიხურამ ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა, კვირიკაშვილის კარი ნიკოლოზ დიდბერიძემ აიღო.

 

მატჩის საბოლოო შედეგი, 82-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ დააფიქსირა. გიორგი მინაშვილის გუნდს 41 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს სტუმრად, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, საგანელიძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, შეწირული, ანდრონიკაშვილი, ობოლაძე, აბულაძე, მუზაშვილი (კაპ), ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)

more news