19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყო

19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყო
07/09/2017

19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს 19 წლამდე, ოქროს ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტვის აკადემიის გუნდმა ფოთის კოლხეთი დაამარცხა. 7 სექტემბერს, ქალაქ ფოთში გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა, 4:1 მოიგეს.

 

ანგარიში მე-11 წუთზე ლუკა ჯანაშიამ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ, ბოლო წუთზე აღადგინეს.

 

მეორე ტაიმის დებიუტში, ლოკომოტივი კიდევ ერთხელ დაწინაურდა. გოლი შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ, 50-ე წუთზე გაიტანა. ზუსტად სამ წუთში, ლუკა სილაგაძემ კოლხეთს მესამე გოლი გაუტანა. მატჩის საბოლოო შედეგი 78-ე წუთზე აკაკი ქიმერიძემ დააფიქსირა.

 

ოქროს ლიგა საქართველოს 19 წლამდე ა და ბ ჯგუფის საუკეთსო გუნდებით დაკომპლექტებული გათამაშებაა. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა, ბ ჯგუფი 47 ქულით მეორე პოზიციაზე დაასრულა.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, გოგია, სილაგაძე, ჯანაშია (ობოლაძე 68, ხარძიანი 78), წულეისკირი, ქიმერიძე, სპანდერაშვილი (ინჯგია 46)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

 

არბიტრი: ტარიელ რუხაია (სამტრედია)

more news