19 წლამდე გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა

19 წლამდე გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
25/06/2017

19 წლამდე გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა

19 წლამდე ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად გაგრა დაამარცხა. მუხრანში ჩატარებული მატჩი, გიორგი მინაშვილის გუნდმა 2:3 მოიგო.

 

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა მცველმა ნიკოლოზ ჭოხონელიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 48-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა თორნიკე მუზაშვილმა გაგრას მეორე გოლი გაუტანა.

 

ორ წუთში, მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, გოლი გიორგი ჭვრიტიძემ გაიტანა. 68-ე წუთზე გაგრამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

 

გამარჯვების გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე რევაზ ინჯგიამ გაიტანა. 17 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 44 ქულით პირველ პოზიციაზეა. 19 წლამდე ლიგა 29 აგვისტოს განახლდება.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე (საგანელიძე 85), ჭურღულაშვილი (ლურსმანაშვილი 62), ცერცვაძე, ქებაძე (ნიკოლეიშვილი 46), შეწირული, ძებნიაური, ობოლაძე, მუზაშვილი (კაპ), ინჯგია, წულეისკირი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელი)

more news