19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დიდი ანგარიშით დაამარცხა
06/05/2018

19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, სტუმრად ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 7 მაისს, მცხეთაში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 0-6 მოიგო.

მასპინძლებს ჰეთთრიკი შეუსრულა რეზი ინჯგიამ. მან ვიტ-ჯორჯიას კარი მე-19, მე-20 და 55-ე წუთებზე აიღო. დუბლის ავტორი გახდა შოთა შეყილაძე, რომელმაც 43-ე და 76-ე წუთებზე გაიტანა.

54-ე წუთზე თავი ბექა ბუიღლიშვილმა გამოიჩინა. 9 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 25 ქულით პირველ ადგილზეა.

ლოკომოტივი: თვალოძე, შარიქაძე (ნაჭყებია 46), ანდრონიკაშვილი (სირაძე 46), ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ჯანაშია (კაპ), პაპიაშვილი, შეწირული, ინჯგია, შეყილაძე, ოზბეთელაშვილი (ფილფანი 25)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)

more news