19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი 1:1 ცხინვალი

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი 1:1 ცხინვალი
15/05/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი 1:1 ცხინვალი

19 წლამდე ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, ცხინვალთან ფრე ითამაშა. 15 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

 

ანგარიში 69-ე წუთზე, სანდრო ანდრონიკაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა 86-ე წუთზე აღადგინეს. გოლი ბექა მირიანაშვილმა გაიტანა.

 

გიორგი მინაშვილის გუნდს, 13 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი, სტუმრად ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური, მუზაშვილი (ობოლაძე 80), შეწირული (ლურსმანაშვილი 84), წულეისკირი (ოზბეთელაშვილი 54), ქიმერიძე, ბუღრიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)

more news