19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი ცხინვალთან დამარცხდა
19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი ცხინვალთან დამარცხდა
საქართველოს 19 წლამდე ლიგის მესამე ტურის გადადებულ მატჩში, თბილისის ლოკომოტივი, სტუმრად ცხინვალს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
აღნიშნული მატჩი 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ სანაკრებო პაუზის პერიოდში, საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდიდან 9 ფეხბურთელი იყო მიწვეული.
ჩვენმა კლუბმა, ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გადადების მოთხოვნით მიმართა, რაზეც ფეხბურთის მმართველი ორგანოდან დადებითი პასუხი მიიღო.
7 აპრილს, ავაზას სტადიონზე გამართული მატჩის ბედი 55-ე წუთზე, მასპინძელთა შემტევმა ლუკა ბერიაშვილმა გადაწყვიტა.
გიორგი მინაშვილის გუნდი, 5 ტურის შემდეგ, 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ცერცვაძე, შეწირული, მუზაშვილი (კაპ) (გაბუნია 73), ობოლაძე (ქიმერიძე 46), ძებნიაური, ოზბეთელაშვილი (გრძელიძე 55), წულეისკირი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)