19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
08/05/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დილა დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, გორის დილა დაამარცხა. 8 მაისს, გორში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 3:1 მოიგეს.

 

ანგარიში 43-ე წუთზე, სანდრო ანდრონიკაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ლაშა ნანობაშვილმა გორელებს მეორე გოლი გაუტანა.

 

62-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა, თორნიკე მუზაშვილმა მასპინძელთა კარი მესამედ აიღო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში, 77-ე წუთზე, ვალერი დოლიძემ დააფიქსირა.

 

11 ტურის შემდეგ, მინაშვილის გუნდი 28 ქულით, მეორე პოზიციაზეა. ლოკომოტივი მომდევნო ტურში ვიტ-ჯორჯიას დაუპირისპირდება. მატჩი 11 მაისს გაიმართება.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური (ლურსმანაშვილი 55), ნანობაშვილი, გობრონიძე, ქიმერიძე (ობოლაძე 59), მუზაშვილი (წულეისკირი 69), გაბუნია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)

more news