19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა
30/03/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მესამე ტურში, ლოკომოტივმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. 30 მარტს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 6:0 მოიგეს.

 

ბოლნისელებს პირველი გოლი მე-18 წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაუტანა. ზუსად ორ წუთში, თემო გაბუნიამ ლოკომოტივის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

45-ე წუთზე აკაკი ქიმერიძემ, რომელიც დღეს 18 წლის გახდა, სიონს მესამე გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში, მინაშვილის ფეხბურთელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. 67-ე და 72-ე წუთებზე დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა გიორგი წულეისკირმა.

 

მატჩის საბოლოო შედეგი, 76-ე წუთზე ლევან გრძელიძემ დააფიქსირა. ლოკომოტივს პირველ სამ ტურში 100 %-იანი შედეგი აქვს და მეორე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, გიორგი მინაშვილის გუნდი 3 აპრილს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, გელაშვილი, ანდრონიკაშვილი (ჭურღულაშვილი 56), ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური (ობოლაძე 54), ქიმერიძე, გრძელიძე, შეწირული, ოზბეთელაშვილი (წულეისკირი 61), გაბუნია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

more news