19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა
30/03/2018

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა

19 წლამდე ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 30 მარტს, ქუთაისში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 0:2 მოიგო.

ანგარიში მე-12 წუთზე ივანე ოქროპირიძემ გახსნა. სტუმრებს მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ, 90-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლოკოს 19 წლამდე გუნდი, ხუთიდან ხუთი გამარჯვებით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, დავითაშვილის გუნდი 5 აპრილს, ცხინვალთან გამართავს.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჭარაძე, ძებნიაური, ოქროპირიძე, პაპიაშვილი, ინჯგია (ფილფანი 54), გრძელიძე (კაპ) (შეყილაძე 87), ოზბეთელაშვილი (იაკობიძე 73)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ზვიად ტუღუში (ბათუმი)

more news