19 წლამდე, ოქროს ლიგა: დამაჯერებელი გამარჯვება მარტვილში

19 წლამდე, ოქროს ლიგა: დამაჯერებელი გამარჯვება მარტვილში
16/09/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: დამაჯერებელი გამარჯვება მარტვილში

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა მარტვილის მერანი დაამარცხა.

17 სექტემბერს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 4-0 მოიგო.

ოთხივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. 48-ე წუთზე ანგარიში სანდრო შეწირულმა გახსნა. 58-ე წუთზე, მასპინძლებს მეორე გოლი რევაზ ინჯგიამ გაუტანა. მასვე, სამ წუთში დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

67-ე წუთზე ლევან გრძელიძემ მერანის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი 85-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა დააფიქსირა.

7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდს 21 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, სულიკო დავითაშვილის გუნდი 24 სექტემბერს, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: ლომიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი (სირაძე 74), ჯანაშია (კაპ) (შარიქაძე 79), შეწირული, გრძელიძე, ინჯგია, ოზბეთელაშვილი, შეყილაძე (ოქროპირიძე 71)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ტარიელ რუხაია (სამტრედია)

more news