19 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე საბურთალოსთან

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე საბურთალოსთან
26/11/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ფრე საბურთალოსთან

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საბურთალოსთან ფრე ითამაშა. 24 ნოემბერს, ბენდელას სტადიონზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.

ანგარიში 26-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა ლუკა ჯანაშიამ გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა 82-ე ტურზე აღადგინეს. გოლი თემურ ცალუღელაშვილმა გაიტანა.

15 ტურის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდს 40 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ჩემპიონატის ბოლო მატჩს, ლოკომოტივი 1 დეკემბერს სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, 19 წლამდე ლიგის ჩემპიონი ლოკო გახდება.

ლოკომოტივი: ლომიძე, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ჯანაშია (კაპ), ძებნიაური, ოქროპირიძე (შეყილაძე 65), გრძელიძე, ინჯგია, ოზბეთელაშვილი (იაკობიძე 86)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)

more news