ატეიტის თასზე ლოკოს U14 გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა

ატეიტის თასზე ლოკოს U14 გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
24/08/2024

ატეიტის თასზე ლოკოს U14 გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა

თბილისის ლოკომოტივის U14 გუნდმა ატეიტის თასზე გამოსვლა დაასრულა.

 

ჩვენმა გუნდმა შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.

 

ლოკომ პირველ შეხვედრაში ბათუმის დინამო 1:0 დემეტრე დემეტრაშვილის გოლით დაამარცხა, შემდეგ საბურთალოსთან დამარცხდა.

 

ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა აქტობეს 2:0 ირაკლი ცხადაძისა და ნიკა ყაველაშვილის გოლებით სძლია. მეოთხედფინალში ჩვენმა ფეხბურთელებმა 6:1 ბენდელა დაამარცხეს, გიორგი ჯოჯუამ 3 გოლი გაიტანა, დემეტრე დემეტრაშვილმა, ნიკა ტყემალაძემ და ლუკა ცეცხლაძემ კი - ერთ-ერთი.

 

ნახევარფინალში ლოკომ პენალტების სერიაში ვიკინგები დაამარცხა, ხოლო ფინალური მატჩი 1:3 საბურთალოსთან დათმო. ფინალში ლოკოს მხრიდან გოლი დაჩი ჭანკოტაძის ანგარიშზეა.

 

more news