ცვლილებები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში
ცვლილებები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდს სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის.
მისი ასისტენტი ლევან ჯობავა იქნება. დავითაშვილმა ვასილ მაისურაძე შეცვალა, რომელიც კარიერას საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში გააგრძელებს.
მაისურაძესთან ერთად, გუნდი მისმა ასისტენტებმა, მეკარეების მწვრთნელმა თემურ ჩარკვიანმა და ჯუმბერ ბურჯანაძემაც დატოვეს.
კლუბის გადაწყვეტილებით, რეგიონული ლიგის, 2018 წლის გათამაშებაში, ლოკომოტივი 2 მონაწილეობას აღარ მიიღებს.
შესაბამისად, აკადემიაში აღარ იმუშავებენ ვლადიმერ ვაშაძე და მისი ასისტენტი ალექსანდრე კიკაჩეიშვილი. ისინი, უკანასკნელად, სწორედ ლოკომოტივი 2-ს წვრთნიდნენ.
17 და 15 წლამდე გუნდში მუშაობას კვლავ პაატა გოცირიძე და ნიკოლოზ ფოცხვერია გააგრძელებენ. გოცირიძის ასისტენტი ლუკა ხომასურიძე იქნება, ფოცხვერიას კი ლევან ჯობავა დაეხმარება.
ლოკომოტივის აკადემია მადლობას უხდის ყველა მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
რაც შეეხება დავითაშვილს, იგი მუშაობდა როგორც დინამო თბილისის, ისე საბურთალოს აკადემიაში.
ფეხბურთელობის პეროდში, დავითაშვილი ლოკომოტივის შემადგენლობაშიც თამაშობდა და კლუბთან ერთად საქართველოს თასიც მოიგო.
2001/2002 წლების სეზონში, იგი ლოკოს შემადგენლობაში, 18 გატანილი გოლით, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.