დარასელიას თასზე თბილისის ლოკომოტივმა მეხუთე ადგილი დაიკავა

დარასელიას თასზე თბილისის ლოკომოტივმა მეხუთე ადგილი დაიკავა
28/08/2024

დარასელიას თასზე თბილისის ლოკომოტივმა მეხუთე ადგილი დაიკავა

თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის თასის 2024 წლის გათამაშება დასრულდა.

 

ტურნირი წელს პირველად ჩატარდა ბუნებრივსაფარიან მოედნებზე და გათამაშების ერთ-ერთი მასპინძელი ლოკომოტივიც იყო.

 

ჩვენმა U16 გუნდმა მეხუთე ადგილისთვის მატჩში თურქული გალათასარაი 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ჯგუფურ ეტაპზეც მოვუგეთ.

 

დარასელიას თასის მფლობელი იუვენტუსი გახდა. მეორეზე ვალენსია გავიდა, მესამე უოტფორდია, ხოლო მეოთხე - თბილისის დინამო.

more news