ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი: ლოკოს 5 წევრი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
07/11/2018
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი: ლოკოს 5 წევრი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ლოკომოტივიდან, გიორგი მიქაძემ 19 წლამდე გუნდში 5 ფეხბურთელი მიიწვია.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნაკრების ღირსებას ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ზურიკო დავითაშვილი, რევაზ ინჯგია და შოთა შეყილაძე დაიცავს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 14-დან 20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ელიტ-რაუნიდს საგზურისთვის საქართველო ლიხტენშტეინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან ერთად იბრძოლებს.
ცნობილია მატჩების თარიღიც. საქართველოს 19 წლამდე გუნდი 14, 17 და 20 ნოემბერს იასპარეზებს. სამივე მატჩი 17:00 საათზე გაიმართება.