ფრე ვარკეთილთან და ლიგა 3-ის პლეი-ოფში მოხვედრის შანსი
ფრე ვარკეთილთან და ლიგა 3-ის პლეი-ოფში მოხვედრის შანსი
რეგიონული ლიგის უკანასკნელ ტურში, ლოკომოტივი 2 გათამაშების ლიდერ ვარკეთილს დაუპირისპირდა და ფრე ითამაშა. 16 ნოემბერს, თბილისში გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
ვარკეთილმა 54 ქულა დააგროვა და გ ჯგუფის გამარჯვებული გახდა, რითაც ლიგა 3-ში თამაშის უფლება მოიპოვა.
მასპინძლებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს. ლოკოს კარში გოლები გიორგი ზუბიაშვილმა და გიგი სამადაშვილმა გაიტანეს.
57-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი წულეისკირმა ანგარიში შეამცირა. მატჩის საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ დააფიქსირა.
ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა გ ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა, რითაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ლოკომოტივი 2 ბ ჯგუფის მეორეადგილოსან არაგვს დაუპირისპირდება.
მატჩი 22 ნოემბერს, მცხეთაში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ლიგა 3-ის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ლოკომოტივი: შეროზია, ძებნიაური (კაპ), უჩა ჯანაშია (ნანობაშვილი 78), ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, მენთეშაშვილი, დუმბაძე, კიკნაძე, ბუღრიძე, სილაგაძე (წულეისკირი 46), კანდელაკი (ლუკა ჯანაშია 46)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)