გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს
19/07/2017

გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი, კარიერას ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში, Sun Star-ის აკადემიაში გააგრძელებს.

 

36 წლის სპეციალისტს ლოკომოტივთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში დაუმთავრდა.

 

მინაშვილი ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდსა და ლოკომოტივი 2-ს წვრთნიდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, 19 წლამდე ლიგაში მისმა გუნდმა პირველი, ხოლო რეგიონულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. 

გიორგიმ ლოკომოტივის აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წლის ნოემბერში დაიკავა.

 

ამ ხნის მანძილზე, იგი ასაკობრივი გუნდების სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდიკას ხელმძღვანელობდა. მინაშვილმა აკადემიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

ლოკომოტივი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს უცხოურ კარიერაში. 

 

აკადემიის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის, ლოკომოტივის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას კონკრეტულ კანდიდატთან აწარმოებს, რომლის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცონობილი.

more news