ინჯგიას და ოქროპირიძის გოლები საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში
15/02/2018
ინჯგიას და ოქროპირიძის გოლები საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, შეკრება დაასრულა.
15 თებერვალს, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო დღეს, გიორგი მიქაძის გუნდმა ლიგა 3-ის წარმომადგენლი, დუშეთის არაგვი, ამხანაგურ მატჩში დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავი ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის შემტევებმა, რეზი ინჯგიამ და ივანე ოქროპირიძემ გამოიჩინეს.
მათ გარდა, შეკრებაზე ლოკომოტივის კიდევ 3 წევრი, ივანე სირაძე, ლუკა ჯაფარიძე და შოთა შეყილაძე იმყოფებოდა. ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა სამივე მათგანმა მიიღო.