ლოკოს 13 წლამდე გუნდი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნისის ვიცე-ჩემპიონია
ლოკოს 13 წლამდე გუნდი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნისის ვიცე-ჩემპიონია
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში, გიორგი ჩიტაურის გუნდი დინამო თბილისთან 4:3 დამარცხდა.
ფინალურ მატჩში, აგარიში მე-6 წუთზე ირაკლი ძოწენიძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. ოთხ წუთში, წონასწორობა საბა გეგიძემ აღადგინა.
მე-16 წუთზე, დემეტრე ციკოლიამ ლოკო კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, 21-ე წუთზე კი თეიმურაზ დევიძემ დინამოს მესამე გოლი გაუტანა.
25-ე და 32-ე წუთებზე დინამომ ორი გოლი გაიტანა. თავი ჯერ საბა თეთულაშვილმა გამოიჩინა, ანგარიში კი ჯადული იობაშვილმა აღადგინა.
გამარჯვების გოლი, 67-ე წუთზე იობაშვილმა გაიტანა. დინამო ტურნირის გამარჯვებული გახდა, ლოკომოტივი კი ვიცე-ჩემპიონი.
ლოკომოტივი (U 13): კილასონია, ხვიჩია, ჩოფიკაშვილი, ციკოლია, ჟღენტი, ხუტიაშვილი (კაპ), ნიკოლოზ სიბაშვილი, გიორგი სიბაშვილი, კაკუბავა, დევიძე, ძოწენიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური