ლოკო 2-ის დრამატული მატჩი ლიგა 3-ში

ლოკო 2-ის დრამატული მატჩი ლიგა 3-ში
09/10/2025

ლოკო 2-ის დრამატული მატჩი ლიგა 3-ში

ლიგა 3-ში დიმიტრი გორდელაძის გაწვრთნილმა ლოკო 2-მა დიდუბესთან გასვლით მატჩში 3:3 ითამაშა.

 

უხვგოლიანი შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა. ანგარიში პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა თორნიკე კერესელიძემ გახსნა. 69-ე წუთზე ბონეფანსეო ფირიმ წონასწორობა აღადგინა. 78-ე წუთზე კერესელიძემ დიდუბე კვლავ დააწინაურა, თუმცა 87-ე წუთზე ბონეფანსეო ფირიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:2 გახდა. მესამე დამატებულ წუთზე თორნიკე კერესელიძის მესამე გოლით დიდუბე წინ გავიდა. მე-6 დამატებულ წუთზე ნიკოლოზ ქემოკლიძემ გაიტანა და ლოკო 2 მარცხისგან იხსნა.

 

22 ტურის შემდეგ ლოკო 2 18 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.

 

23-ე ტურში ლოკო 2 მარგვეთი 2006-ს მიიღებს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

more news