ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდი გაგრასთან დამარცხდა
24/03/2017
ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდი გაგრასთან დამარცხდა
საქართველოს 15 წლამდე ლიგის, მეორე ტურში თბილისის ლოკომოტივი გაგრასთან დამარცხდა. 25 მარტს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება სტუმრებმა 3:0 მოიგეს.
ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი მურჯიკნელმა გახსნა. 46-ე წუთზე ბაჩო მაისურაძემ გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი, 48-ე წუთზე ლუკა ნონიაშვილმა დააფიქსირა.
მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი, 2 მარტს სტუმრად, ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 15): მახარაძე (კოზმავა 52), სამყურაშვილი, დუნდუა, ჭოხონელიძე (ბეგლარაშვილი 59), ქადარია, ფარსადანაშვილი, ხუციშვილი ნიკა (გოგილაშვილი 36), კვანტალიანი (ქუცნიაშვილი 48), ნოზაძე (ერქვანია 36), შოშიტაშვილი (გაბრიელ ხუციშვილი 57), ნარიმანიძე
მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ილია როსკოშნი