ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი დინამო თბილისთან დამარცხდა
26/09/2017
ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი დინამო თბილისთან დამარცხდა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა. 27 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 0:3 მოიგეს.
ანგარიში 33-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ გახსნა. 59-ე წუთზე ლაშა გურგენიძის კარი მიხეილ ერგემლიძემ აიღო. მატჩის საბოლოო შედეგი 68-ე წუთზე დინამოელთა კაპიტანმა, ბექა ხარშილაძემ დააფიქსირა.
ოთხი ტურის შემდეგ, ვასილ მაისურაძის გუნდი 6 ქულით, მესამე ადგილზეა.
ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, ჯანაშია, სილაგაძე, ვარძელაშვილი (გოგია 72), სპანდერაშვილი (ინჯგია 60), ქიმერიძე (კაპ) (ფაღავა 85), ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)