ლოკომოტივის 4 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
31/08/2018
ლოკომოტივის 4 ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში, თბილისის ლოკომოტივის 4 ფეხბურთელია მიწვეული.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის, გიორგი მიქაძემ 19 წლამდე გუნდში ზურიკო დავითაშვილი, რევაზ ინჯგია, ლევან გრძელიძე და შოთა შეყილაძე მიიწვია.
დავითაშვილი და ინჯგია სტაბილურად თამაშობენ ლოკომოტივის მთავარი გუნდის შემადგენლობაში. გრძელიძე და შეყილაძე კი ლოკოს აკადემიის 19 წლამდე გუნდში ასპარეზობენ.
ამხანაგური მატჩები 5 და 7 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაიმართება.