ლოკომოტივის აკადემიის ორი წევრი საქართველოს 15 წლამდე ნაკრებში

ლოკომოტივის აკადემიის ორი წევრი საქართველოს 15 წლამდე ნაკრებში
20/11/2017

ლოკომოტივის აკადემიის ორი წევრი საქართველოს 15 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 15 წლამდე ნაკრებში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის ორი წევრია მიწვეული.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა, საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდის მცველი შალვა ხვიჩია და 15 წლამდე გუნდის ნახევარმცველი, კაპიტანი ლუკა კეკელიძე მიიწვია.

ოთხთა ტურნირისთვის მზადების ფარგლებში, ქართველი ფეხბურთელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 27 და 29 ნოემბერს, საქართველოს 15 წლამდე ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საერთაშორისო ტურნირი სფფ-ისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელების გარდა, თურქეთის, ბელარუსისა და ლიტვის 15 წლამდე გუნდები მიიღებენ. მატჩები 5-დან 8 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

more news