ლოკოს 13 წლამდე გუნდი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალშია

ლოკოს 13 წლამდე გუნდი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალშია
12/09/2017

ლოკოს 13 წლამდე გუნდი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალშია

თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 13 წლამდე გუნდი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალში ითამაშებს. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება 13 სექტემბერს, ჩიხურასთან მატჩში მოიპოვა.

 

მატჩის დებიუტში ლოკომოტივმა ორი გოლის გატანა მოახერხა. მე-4 წუთზე ჩიხურას კარი დავით კაკუბავამ, ზუსტად ერთ წუთში კი ირაკლი ძოწენიძემ აიღო.

 

ჩიხურამ ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა. თავი საბა თურმანიძემ გამოიჩინა. 37-ე წუთზე ირაკლი ძოწენიძემ დუბლი შეასრულა, 51-ე წუთზე კი მესამე გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

ჯგუფის ბოლო მატჩს ლოკომოტივი ავაზასთან, 13 სექტემბერს გამართავს. ჩიტაურის გუნდი, 15 სექტემბერს ფინალში, დინამო თბილისისა და საბურთალოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი (U 13): კილასონია, ხვიჩია, ციკოლია, ჟღენტი, ჩოფიკაშვილი, ნიკოლოზ სიბაშვილი, ხუტიაშვილი, გიორგი სიბაშვილი, კაკუბავა, დევიძე, ძოწენიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

 

არბიტრი: ერიკ მერაბიანი

more news