ლოკოს 15 წლამდე გუნდმა რუსთავი 3:0 დაამარცხა
ლოკოს 15 წლამდე გუნდმა რუსთავი 3:0 დაამარცხა
15 წლამდე ლიგის, აღმოასვლეთ ზონის მე-7 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა რუსთავი დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.
სტუმრებს ჰეთთრიკი შეუსრულა ლოკოს ფორვარდმა, ნიკა ხუციშვილმა. ლოკოს მე-9 ნომერმა გოლები 21-ე, 27-ე და 41-ე წუთებზე გაიტანა.
7 ტურის შემდეგ, ფოცხვერიას გუნდი 12 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოკომოტივი 29 სექტემბერს, სტუმრად, სფფ აკადემიის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: მახარაძე, სამყურაშვილი, თაბუაშვილი (ქადარია 46), ჭოხონელიძე, ჩლაიძე, ავალიანი, კეკელიძე (კაპ) (ცეცხლაძე 53), გაგნიძე (ფარსადანაშვილი 36), კაპანაძე (ებრალიძე 42), გაბრიელ ხუციშვილი (გოგილაშვილი 53), ნიკა ხუციშვილი (შოშიტაიშვილი 55)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: გიორგი სამხარაძე (გორი)