ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
18/09/2017

ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

15 წლამდე ლიგის, აღმოსავლეთ ზონის მე-6 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 18 სექტემბერს, მცხეთა პარკში გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 0:1 მოიგო.

 

მატჩის ერთადერთი გოლი, 31-ე წუთზე, დავით კაპანაძემ გაიტანა და ლოკოს 3 ქულა მოუპოვა.

 

ფოცხვერიას გუნდი, მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

 


ლოკომოტივი (U 15):
მახარაძე, სამყურაშვილი (ცეცხლაძე 46), თაბუაშვილი, ჭოხონელიძე (ჩანქსელიანი 59), ჩლაიძე, ავალიანი, გაგნიძე (ფარსადანაშვილი 27, აბრამიშვილი 52), კაპანაძე, კეკელიძე (კაპ) (ქადარია 59), გაბრიელ ხუციშვილი, ნიკა ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

 

არბიტრი: თეიმურაზ კალაძე (სამტრედია)

more news