ლოკოს 15 წლამდელებმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხეს
20/10/2017
ლოკოს 15 წლამდელებმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხეს
15 წლამდე, აღმოსავლეთ ზონის მე-10 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 21 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 3:0 მოიგო.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა სერგი აბრამიშვილმა გახსნა. 57-ე და 69-ე წუთებზე, სტუმრებს დუბლი ნიკოლოზ ჭოხონელიძემ შეუსრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ლოკომოტივი 19 ქულით მესამე ადგილზეა.
ლოკომოტივი: მახარაძე, სამყურაშვილი, თაბუაშვილი, ჭოხონელიძე, ჩლაიძე, ავალიანი (გოგილაშვილი 36), ფარსადანაშვილი, კაპანაძე, გაგნიძე (აბრამიშვილი 65), ებრალიძე, კეკელიძე (კაპ)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: ილია როსკოშნი