ლოკოს 19 წლამდელებმა შუქურას 8 ბურთიანი სხვაობით მოუგეს
ლოკოს 19 წლამდელებმა შუქურას 8 ბურთიანი სხვაობით მოუგეს
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქობულეთის შუქურა დაამარცხა. 28 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ვასილ მაისურაძის გუნდმა 9:1 მოიგო.
ლოკომოტივმა შუქურა პირველ ტაიმში 5:1 დაამარცხა. მე-17 წუთზე ანგარიში რეზი ინჯგიამ გახსნა, სამ წუთში სტუმრებს მეორე გოლი გიორგი აბულაძემ გაუტანა. 23-ე წუთზე, ინჯგიამ დუბლი შეასრულა.
26-ე და 38-ე წუთებზე, ირაკლი ბუღრიძემ და კაკი ქიმერიძემ კიდევ ორი გოლი გაიტანეს. შუქურამ ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გაიტანა, ჯემალ კვირიკაშვილის კარი ლუკა ნემსაძემ აიღო.
52-ე წუთზე ქიმერიძემ დუბლი შეასრულა, 8 წუთში კი ლუკა ხარძიანმა მოახერხა თავისი გოლის გატანა. 66-ე და 71-ე წუთებზე, ლოკომ კიდევ ორი გოლი გაიტანა. თავი შეცვლაზე შესულმა თემო გაბუნიამ და ლაშა ნანობაშვილმა გამოიჩინეს.
12 ტურის შემდეგ, მაისურაძის გუნდი 27 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 1 დეკემბერს, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: კვირიკაშვილი, ჯაფარიძე, ძებნიაური, ცერცვაძე (საგანელიძე 46), ჯანაშია, აბულაძე, ლურსმანაშვილი (ნანობაშვილი 46), ბურღიძე, ქიმერიძე (კაპ), ინჯგია (გაბუნია 46), ხარძიანი
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: თემურ კალაძე (სამტრედია)