ლოკო 2-ის მარცხი ვიტ ჯორჯიასთან

03/06/2025
ლოკო 2-ის მარცხი ვიტ ჯორჯიასთან
ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის მე-11 ტურის მატჩი თბილისის ლოკომოტივ 2-მა ვიტ ჯორჯიასთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
ჩვენი მხრიდან შეხვედრაში ანგარიში ლუკა არჩაიამ გახსნა, ხოლო მეტოქე გუნდის რიგებიდან გოლები გუგბერიძემ და ხუციშვილმა გაიტანეს.
ამ მომენტისთვის ლოკო 2-ს 12 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში 7 ივნისს ხობს შევხვდებით.