ლოკო 2-მა გარდაბანთან მატჩი დათუნა ჩიღოშვილის გოლით მოიგო

10/04/2025
ლოკო 2-მა გარდაბანთან მატჩი დათუნა ჩიღოშვილის გოლით მოიგო
თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნული ლიგა 3-ის მესამე ტურის მატჩი გარდაბანის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი დათუნა ჩიღოშვილმა 82-ე წუთზე გაიტანა და სეზონში ლოკო 2-ს პირველი გამარჯვება მოუტანა.
ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგა 3-ში მომდევნო მატჩს 17 აპრილს ვარკეთილთან ჩაატარებს.