ლოკო 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლოკო 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა
04/09/2024

ლოკო 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივი 2-მა საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში 2024 წლის სეზონის მე-17 ტურის მატჩი მაჭახელასთან გამართა და 6:1 გაიმარჯვა.

 

ოლიმპიურ კომპლექსში ჩატარებულ შეხვედრაში ლოკომ პირველი ტაიმი 2:0 ლუკა კეკელიძისა და ლაშა კალანდაძის გოლებით მოიგო. ნიკა გორგაძემ 58-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ ლოკომ კიდევ 4 გოლი გაიტანა, თავის გამოჩენა ნიკოლოზ ნინიძემ (ორჯერ), ალექსანდრე თურქიამ და ლუკა კეკელიძემ შეძლეს.

 

ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 3-ში ლოკო 2-ს 27 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს დავით ხიტირის გუნდი 12 სექტემბერს ბორჯომთან სტუმრად ჩაატარებს.

more news