ლოკო 2-მა საქართველოს თასზე მარტვილის მერანი დაამარცხა

ლოკო 2-მა საქართველოს თასზე მარტვილის მერანი დაამარცხა
09/06/2024

ლოკო 2-მა საქართველოს თასზე მარტვილის მერანი დაამარცხა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/32 ფინალური ეტაპის შეხვედრაში ლოკო 2 მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 4:1.

 

შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმი ლაშა კალანდაძისა და მიხეილ ბაშელეიშვილის გოლებით 2:0 მოვიგეთ.

 

მეორე ნახევარში ლოკო 2 აქტიურობას აგრძელებდა და 62-ე წუთზე ბონიმ სხვაობა სამამდე გაზარდა.

 

მარტვილელებმა ერთი გოლი 67-ე წუთზე გაქვითეს, თავი ჩხაიძემ გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჩვენი გუნდის წევრმა, დავით გოგიჩაიშვილმა 69-ე წუთზე დააფიქსირა.

 

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში ლოკო 2-ის მეტოქე შტურმი იქნება.

more news