ლოკო 2-მა სეზონი გურიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრით განაახლა
04/08/2023
ლოკო 2-მა სეზონი გურიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრით განაახლა
ეროვნულ ლიგა 3-ში მე-12 ტურის შეხვედრა გამართა თბილისის ლოკომოტივი 2-მა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე გურიას უმასპინძლა, თამაში 1:1 დასრულდა.
მატჩი ლოკომოტივის უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის 31-ე წუთზე ჩვენი გუნდის ზამბიელმა ლეგიონერმა, ბონეფანსეო ფირიმ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და გურიის მხრიდან ლაშა ახალაიამ 36-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1
ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში 13 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით ასწრებს. ჩვენი გუნდი შემდეგი ტურის შეხვედრას თბილისის რეზერვების სტადიონზე 10 აგვისტოს, მერანი 2-თან გამართავს.