ლოკო 2-მა ზესტაფონთან ფრედ ითამაშა და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-2 ადგილზეა

ლოკო 2-მა ზესტაფონთან ფრედ ითამაშა და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-2 ადგილზეა
04/04/2024

ლოკო 2-მა ზესტაფონთან ფრედ ითამაშა და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-2 ადგილზეა

ეროვნულ ლიგა 3-ში მე-5 ტურის შეხვედრა ჩაატარა თბილისის ლოკომოტივი 2-მა. ჩვენი გუნდი ზესტაფონს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

შეხვედრა ზესტაფონის ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო და 32-ე წუთზე გოლის გატანა შოთა ფანცულაიამ მოახერხა. მალე ლოკო გააქტიურდა და დავით გოგიჩაიშვილის გოლით 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

 

ამ მომენტისთვის ლოკო 2-ს 8 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-2 ადგილზე იმყოფება. ჩვენი ფეხბურთელები მორიგ მატჩს 12 აპრილს სტუმრად გონიოსთან გამართავენ.

more news