ლოკომოტივი 2-მა საბურთალო 2-თან ფრე ითამაშა
16/10/2023
ლოკომოტივი 2-მა საბურთალო 2-თან ფრე ითამაშა
ეროვნული ლიგა 3-ის 23-ე ტურის შეხევდრაში დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე ლოკომოტივი 2 საბურთალო 2-ს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა, შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. 56-ე წუთზე ლოკო კაცნაკლული დარჩა, რადგან შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი პირტახიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ეროვნულ ლიგა 3-ში ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ თბილისის ლოკომოტივი 2-ს 35 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს ბახმაროს წინააღმდეგ გამართავს.