ლოკოს აკადემიის ფეხბურთელებმა ინდივიდუალური პრიზები მოიპოვეს
26/05/2024
ლოკოს აკადემიის ფეხბურთელებმა ინდივიდუალური პრიზები მოიპოვეს
ლოკოს აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს სამტრედიისა და ივიკოს თასებზე.
12-წლამდელებმა ივიკოს თასის ფინალში პენალტების სერიაში საბურთალოს სძლიეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. სამტრედიის თასზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა ლოკოს U11 გუნდმა.
2012 წელს დაბადებულებს შორის ჩატარებულ ივიკოს თასის საუკეთესო მეკარედ ჩვენი გუნდის წევრი ლუკა მუშკუდიანი დასახელდა. მან საუკეთესო გოლკიპერის პრიზი უკვე მეექვსედ მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი სანდრო მურღულია გახდა.
რაც შეეხება სამტრედიის თასს, ტურნირის საუკეთესო მცველად გიორგი მაკარაშვილი აღიარეს. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ნიკოლოზ ბაღანაშვილმა მიიღო. აღსანიშნავია, ისიც რომ საუკეთესო მწვრთნელად ლოკოს U11 გუნდის დამრიგებელი ლაშა კვარაცხელია დაასახელეს.