ლოკოს U11 გუნდმა ატეიტის თასი მოიგო
ლოკოს U11 გუნდმა ატეიტის თასი მოიგო
ლოკოს U11 გუნდმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი ატეიტის თასი მოიგო.
ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება ჩელე აკადემიასთან 6:0 გამარჯვებით დაიწყო. მეტოქის კარში გოლები ბლიაძემ, იაშვილმა, ზეინკლიშვილმა, ამირანაშვილმა, ბაღანაშვილმა და ჩაგელიშვილმა გაიტანეს.
შემდეგ ლოკოს პატარა ფეხბურთელებმა ლიეტუვას გუნდთან 4:0 გაიმარჯვეს, ბლიაძემ ჰეთთრიქი შეასრულა, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი კაკაბაძემ აიღო. ჯგუფში მესამე მატჩი სამტრედიასთან 1:2 დავთმეთ, თავი იაშვილმა გამოიჩინა.
მეოთხედფინალის ძირითადი დრო ბომბორასთან 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში 2:1 გავიმარჯვეთ, სადაც ჩვენმა მეკარემ, ლუკა მუშკუდიანმა ორი პენალტი აიღო. ნახევარფინალი გორთან ასევე 1:1 დასრულდა, პენალტებში კი ამჯერად 4:3 მოვიგეთ და მუშკუდიანმა ერთი ბურთი აიღო.
ფინალური მატჩში 2:1 ბაღანაშვილისა და მაკარაშვილის გოლებით გავიმარჯვეთ.
ატეიტის თასის საუკეთესო მეკარე ჩვენი გუნდის კარის დარაჯი ლუკა მუშკუდიანი გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ ბლიაძე. ლოკოს U11 გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა კვარაცხელიაა.